თავში

პრემიერთან ერთად მთავრობაც გადადგა - რა პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია

პრემიერთან ერთად მთავრობაც გადადგა - რა პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია
პრემიერთან ერთად მთავრობაც გადადგა - რა პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია

პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.

ამის შემდეგ რა პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია:

1. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მას უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე (მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი). დანარჩენი მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე;

2. პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს მმართველი პარტიის მიერ წამოყენებულ კაბინეტს. ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა;

3. თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერდა პარლამენტს კონსტიტუცია კიდევ ერთ ორკვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის; 

4. თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკია პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system