თავში

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. 

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება, მისასალმებელია.

"მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა!

მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება. საარჩევნო რეფორმა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა პოზიციების დაახლოებითი ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც მიმდინარე კვირაში ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system