თავში

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა.

პრეზიდენტის განცხადებით, მას, როგორც საქართველოს პრეზიდენტსა და კონსტიტუციის გარანტს, აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

"აფხაზური ენის დაცვა ერთ-ერთია იმ საკითხთა შორის, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ, ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი. თუ მომავალზე გვაქვს სწორება, ეს იმასაც ნიშნავს, რომ აფხაზურენოვანი ინტერნეტსივრცის გაფართოებასა და განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან ეს თანამედროვე მეცნიერებისა და ენათმეცნიერებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system