თავში

პრეზიდენტი: 2020 წლის არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ

პრეზიდენტი: 2020 წლის არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ
პრეზიდენტი: 2020 წლის არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ

საქართველოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყანამ კოალიციური მთავრობა მიიღოს. ამის შესახებ მან განცხადება გაეროს ტრიბუნალიდან გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის გზებზე და მის თანმდევ პროცესებზე ისაუბრა.

„სრულად პროპორციული სისტემის დანერგვის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ. ჩვენ მხარდამხარ ვერ ვიბრძოლებთ, თუკი საერთო ძირითადი ფასეულობები არ გვექნება. დემოკრატია ერთ-ერთი ასეთი ფასეულობაა. დემოკრატია ის არის, რაც თითოეული და ყოველი მოქალაქის სრული ჩართულობის, სრული ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საშუალებას იძლევა გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში, რომელსაც ახლა ვახორციელებთ. უკვე 28 წელი გავიდა, რაც საქართველომ დემოკრატიული გზით განვითარებისაკენ გააკეთა არჩევანი. თანდათან საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ჩვენ სრულ საპარლამენტო სისტემაზე გადავედით. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გზით ჩვენ უფრო და უფრო გამჭვირვალე და ღია საარჩევნო სისტემამდე მივედით”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system