თავში

პრეზიდენტი: ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

პრეზიდენტი: ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება
პრეზიდენტი: ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა" - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის თქმით მიუხედავად თავდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული პრობლემებისა, საქართველოს ის ძლიერი იარაღი აქვს, რომელსაც ცოდნა, მეცნიერება და კულტურა ჰქვია.

„არ შეიძლება, რომ ჩვენ ვერ გავიტანოთ ჩვენი კულტურა, იდენტობა, ცოდნა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს ჩვენი მოვალეობა და მომავალია. ამითი ან ძალიან საინტერესო ვიქნებით მსოფლიოსთვის, ან არ ვიქნებით. ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა. ძალიან მდიდარია რეგიონი ამ მხრივ: თავისი რელიგიით, თავისი არქეოლოგიით, თავისი წარსულით და თავისი მომავლით. ყველაფერი იმით უნდა დაიწყოს, რომ ჩვენი თავის დავიჯეროთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system