თავში

პრეზიდენტი დეკანოზის შეწყალების საკითხზე: ჩემს გადაწყვეტილებას გავუფრთხილდები

პრეზიდენტი დეკანოზის შეწყალების საკითხზე
პრეზიდენტი დეკანოზის შეწყალების საკითხზე: ჩემს გადაწყვეტილებას გავუფრთხილდები

"საზოგადოებაში არის ვნაბათაღელვა. ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

"შეწყალება არის სენსიტიური საკითხი, საზოგადოებაში არის ვნაბათაღელვა. ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით. ისედაც ჯერ წესები არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი იქნება მზად ახალი ბრძანება, გაგაცნობთ და მერე დავფიქრდები. დავფიქრდები რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ყველასთვის გასაგები იყოს. დღევანდელ საზოგადოებას არ სჭირდება კიდევ ერთი შფოთის მიზეზი," - განაცხადა პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system