თავში

პრეზიდენტი ებრაული სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

პრეზიდენტი ებრაული სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
პრეზიდენტი ებრაული სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

პრეზიდენტმა ებრაული სააგენტოს თავმჯდომარესთან დიასპორებს შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხი განიხილა

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ებრაული სააგენტოს თავმჯდომარეს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა და ქართულ და ებრაულ დიასპორებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხი განიხილა. ისააკ ჰერცოგის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი და ნაყოფიერი იყო.

"ჩვენი ერების ერთმანეთზე გადაჯაჭვული ისტორია ძალზედ მნიშვნელოვანია ორივე ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვსურს გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენი ერების დიასპორებს შორის; ვგულისხმობ ჩვენს დიდ დიასპორასა და ქართულ დიდ დიასპორას მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ უმეტესად სწორედ ამას ვაკეთებთ, როგორც ყველაზე დიდი ებრაული ორგანიზაცია მსოფლიოში. ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვითანამშრომლოთ ქართველ ხალხთან, პრეზიდენტთან, და ქართველი ერის დიასპორასთან“, - აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system