თავში

პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის - VIDEO

პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის
პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის - VIDEO

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმი გამოცხადდეს. როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ ინიციატივის განხორციელება ყველას გააძლიერებს და ატმოსფეროს შეცვლის.

„მოგმართავთ ინიციატივით, რომელიც ყველასთვის საჭიროა და არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნაა. მინდა, რომ თქვენ, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აქ არ იმყოფებიან, გადავცეთ.

მგონი, დრო მოვიდა მორატორიუმის გამოცხადების სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე. ამისგან თავი რომ შევიკავოთ, მგონი, ზოგადად ქვეყანაში შეიცვლება ატმოსფეროც და განწყობებიც. შესაბამისად, უფრო სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს, მომავალს, ეს ყველას გაგვაძლიერებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გამართა, რომელსაც პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system