თავში

პრეზიდენტი: კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია

პრეზიდენტი: კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია
პრეზიდენტი: კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია

"კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია და საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კრიმინალის ფართოდ გაშუქება ახალგაზრდების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.

"მე სხვაგანაც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც, სამწუხაროდ, ყველგან ხდება. ეს თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს. მგონი, ის არის ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან დილიდან საღამომდე მხოლოდ ეს გვესმის. ეს ჩვენს ახალგაზრდობას და მათ ფსიქიკას ძალიან ცუდად აღესახება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ, არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს მონსტრი არ უნდა გავხადოთ, როგორიც არ არის ამ ქვეყანაში,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system