თავში

პრეზიდენტი: მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა მიუღებელია

პრეზიდენტი: მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა მიუღებელია
პრეზიდენტი: მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა მიუღებელია

არ ვიცოდი ამდენი გამომძიებელი თუ გვყავდა საქართველოში. პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უფრო წავიდოდა წინ ეს საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ჯგუფური ძალადობა" მიუღებელია. 

„არ ვიცოდი, რომ საქართველოში ამდენი გამომძიებელი იყო. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ რომ გავხდე. პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უფრო წავიდოდა წინ ეს საქმე. მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული და მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა არის აღიარება და მონანიება. ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ასე გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები არა ტყუილით, დამალვით და ჯგუფური ძალადობით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system