თავში

პრეზიდენტი: მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი

პრეზიდენტი: მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი
პრეზიდენტი: მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება. პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის ძალისხმევა გააძლიეროს. 

,,მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა, უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას. კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

ახალგორის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system