თავში

პრეზიდენტი: მოდუნების უფლება არ გვაქვს

პრეზიდენტი: მოდუნების უფლება არ გვაქვს
პრეზიდენტი: მოდუნების უფლება არ გვაქვს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს კერძოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ საქართველო დღემდე ინარჩუნებს სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას. პრეზიდენტის თქმით, ასეთი შედეგის მიუხედავად, მოდუნების უფლება არ გვაქვს. 

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს კერძოდ, ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ წინმსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებები. ამითი ყველა უნდა ვამაყობდეთ. თუმცა ახლა, როცა პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის უფრო დამძიმებას გამოიწვევს, მთავარია, შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტორლქვეშ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს, მთავარია, ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, მათთვის ადგილები იყოს, როგორც აქამდე შევძელით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტში, საგანგებო სესიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მან საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ გამოცემული ბრძანება პარლამენტს წარუდგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system