თავში

პრეზიდენტი ოპონენტებს შორის დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდა

პრეზიდენტი ოპონენტებს შორის დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდა
პრეზიდენტი ოპონენტებს შორის დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის განახლების გზების გამონახვასთან დაკავშირებით ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ report.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ელჩი კრისტიან ურსი, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიხაელ ფაბრი ესწრებოდნენ. 

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სრული მზადყოფნა გამოთქვა პოლიტიკური დიალოგისა და შერიგების პროცესებში ჩართვისათვის.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის განახლების პროცესში ჩართვის ინიციატივით გამოვიდა. 

ოპოზიციას დიალოგის გაგრძელებას სთავაზობს "ქართული ოცნებაც". როგორც პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დიალოგსა და კონსესუსს ალტერნატივა არ გააჩნია.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მიერ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებზე უარი თქვეს. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დასავლელმა პარტნიორებმა მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system