თავში

პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგება

პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგება
პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგება

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 4 მარტს წარსდგება.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიური ანაგრიშის მოსმენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. 

"ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა ქვეყნის ცხოვრებაში და იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება ამ ანგარიშის მოსმენა და განხილვა", — თქვა არჩილ თალაკვაძემ.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system