თავში

პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შედეგებს მიესალმება

პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შედეგებს მიესალმება
პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შედეგებს მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში სასულიერო პირების დაშვებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიესალმება შედეგს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზრბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას მოჰყვა. აღნიშნულ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად.

„ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები,"- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან დავით-გარეჯში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system