თავში

პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, IRI-ის, NDI-ის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარებს შეხვდა

პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, IRI-ის, NDI-ის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარებს შეხვდა
პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, IRI-ის, NDI-ის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, ისაუბრეს მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესთან დაკავშირებით.

ცესკოს თავმჯდომარემ პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია არჩევენების უფრო მეტად გამჭვირვალედ, კოვიდრეგულაციების დაცვითა და უსაფრთხოდ ჩატარებისათვის გაწეული ღონისძიენებისა და იმ სიახლეების შესახებ, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის იგეგმება, ასევე იმ საპილოტე პროექტის თაობაზე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის და დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. პრეზიდენტმა და ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრეს საარჩევნო პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.

შეეხვედრებისას საუბარი შეეხო ადგილობრივ არჩევნებს, პრეზიდენტის როლს, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ აქტორების შორის არსებულ პოლარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების როლს, არჩევნებში ქალების ჩართულობას და მათი გააქტიურების მნიშვნელობას.

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაიკლ გალერმა ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვება და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და მშვიდად ჩატარდებას. საუბარი შეეხო ასევე, შარლ მიშელის დოკუმენტს და ევროკავშირთან ასოცირებისათვის განსახორციელებელი რეფორმების გასაგრძელების მნიშვნელობას. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათ სჯერათ ქვეყნის ევროპული გზის და ამ გაზე წარმატებებს უსურვებენ საქართველოს.

ევროპარლამენტარები: მაიკლ გალერი, მირიამ ლექსმანი, მარინა კალიურანდი, კატალინ ჩეჰი, მარკეტა გრეგოროვა, ჯორდი სოლე და ანა ფოტიგა, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ერთად ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system