თავში

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის გასათავისუფლებლად რეალური ბერკეტი გააჩნია.

ორგანიზატორების ნაწილი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის,  ნანუკა ჟორჟოლიანს თქმით, უარის შემთხვევაში ისინი სამომავლო გეგმებზე განაცხადებას გააკეთებენ

"სინამდვილეში რეალური ბერკეტის მქონე ინსტიტუცია მდებარეობს აქ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ყველაზე რეალურად ქმედითი ნაბიჯი გადადგას. დღეს მასთან შეხვედრას მოითხოვენ ადამიანები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან მიშას პოლიტიკური ოპონენტები, მაგრამ ითხოვენ მიშას თავისუფლებას, იმიტომ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხშირად ჰგონიათ, რომ თავისუფლება მიშას არის მხოლოდ მისი მხარდამჭერების მოთხოვნა, ეს ასე არ არის, სწორად ამიტომ, მრავალფეროვანი იქნება ის ჯგუფი, რომელიც მოითხოვს მის გათავისუფლებას. შეხვედრას აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილთან მკვეთრად აფილირებულები არ არიან, იმიტომ, რომ ეს დაბრკოლება არ იყოს. მართლა გვინდა ის შეგვხვდეს, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, ვინც მიშას პოლიტიკურად არ ეთანხმება, რათა ნახოს, რომ სინამდვილეში მიშას თავისუფლების მოთხოვნა არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი", - თქვა მან.

ამ წუთებში აქციის ორგანიზატორები ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system