თავში

პრეზიდენტის ინიციატივით, დიასპორის საკითხებზე პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა - VIDEO

პრეზიდენტის ინიციატივით, დიასპორის საკითხებზე პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა - VIDEO
პრეზიდენტის ინიციატივით, დიასპორის საკითხებზე პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა - VIDEO

პრეზიდენტის ინიციატივით, დიასპორის საკითხებზე პირველი საკოორდინაციო შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. საუბრის მთავარი თემა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ახალი კვლევა იყო. 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი კვლევა იმ სპეციალურ პროგრამას ეხება, რომლის საშუალებითაც ორგანიზაციამ ონლაინ მოიძია წარმატებული ქართველები და მოახდინა მათი კლასიფიკაცია საქმიანობის სფეროების მიხედვით.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორის საკითხები საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტად გამოაცხადა. იგი დაინტერესებულია დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს დამატებითი რესურსები.

,,სამუშაო შეხვედრებს შემოუერთდებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, რომ მაქსიმალურად განვითარდეს ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული ის პროდუქტები, რომლებიც უკვე არსებობს და ბევრად უფრო გაუადვილდეთ მათ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია დადებითად აფასებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას ქვეყნის განვითარების საქმეში ქართული დიასპორის ჩართულობასა და მობილიზაციაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების შეკრებასათნ დაკავშირებით.

,,IOM-მ ქართული დიასპორის განვითარებისა და მობილიზაციისათვის ერთდროულად დანერგა სხვადასხვა ინიციატივები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დიდ გავლენას მოახდენს დიასპორის მობილიზაციაზე და ასევე ხელს შეუწყობს დიასპორის მონაწილეობას საქართველოს განვითარებაში“, - განაცხადა IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაციმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system