თავში

პრეზიდენტის ინიციატივას ვენაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გამოეხმაურნენ

პრეზიდენტის ინიციატივას ვენაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გამოეხმაურნენ
პრეზიდენტის ინიციატივას ვენაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გამოეხმაურნენ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომ მსოფლიოში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქართველები რაიმე ფორმით ჩაერთონ ქვეყნის განვითარების საქმეში, ვენაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გამოეხმაურნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველმა მუსიკოსებმა, ქეთევან სეფაშვილმა და თემო ხარშილაძემ თბილისის სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედს" საჩუქრად გამოუგზავნეს იშვიათი გამოცემის ნოტები (უძველესი ხელნაწერი).

"კულტურის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა კი მათი საჩუქრები გადასცა თბილისის ნიჭიერთა ათწლედს. ქართველმა მუსიკოსებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომპაქტდისკები გამოუგზავნეს, რომელზეც ჩაწერილია მათივე შესრულებით გია ყანჩელის მუსიკა. თავის მხრივ, ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დისკებს საჩუქრად გადასცემს საქართველოში ვიზიტით მყოფ მაღალი დონის სტუმრებს", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system