თავში

პრეზიდენტის საასამართლო პროცესზე დასწრება არ იქნება დასაშვები - ნევროლოგი

პრეზიდენტის საასამართლო პროცესზე დასწრება არ
პრეზიდენტის საასამართლო პროცესზე დასწრება არ იქნება დასაშვები - ნევროლოგი

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნევროლოგი ოთარ თოიძე იმყოფებოდა. მან ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტი დასვენებას ამჯობინებს. 

ექიმის განცხადებით, ნევროლოგიური ხასიათი არ შეცვლილა, თუმცა სასამართლო პროცესზე დასწრება მაინც არ არის მიზანშეწონილი. 

"დღეს პრეზიდენტი სუსტად გამოიყურებოდა, თვითონაც აღნიშნავს, რომ ურჩევნია იწვეს და იყოს წყნარად. 

რაც შეეხება ნევროლოგიურ ხასიათს, იგი არ შეცვლილა. ხან ცოტათი უმჯობესდება, ხან მცირედ უარესდება, დღეს შეიძლება მკვეთრად ითქვას, რომ მისი ნევროლოგიური შფოთი არის მკვეთრად გამოხატული და ეს არ არის ნორმალური. ის საჭიროებს სპეციალიზებული მკურნალობის ჩატარებას. 

ხვალ კონსილიუმი მოვა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საბოლოოდ ალბათ დაისკვნება დასკვნა.

ჩვეულებრივ, ექიმს ეკითხებიან შეძლებს თუ არა პროცესზე დასწრებას. მე ვფიქრობ ეს არ იქნება დასაშვები. არ ვურჩევ. ძალიან სუსტად არის, მას უჭირს დგომა, უჭირს სიარული, ადვილად იღლება. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამოსწორებას არ ველით უახლოეს 2-3 დღეში", - განაცხადა ოთარ თოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system