თავში

პრეზიდენტმა დღეს დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა

პრეზიდენტმა დღეს დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა
პრეზიდენტმა დღეს დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო საქართველოს პრეზიდენტმა დღეს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გააუქმა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა, რაც ეხება საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ მიღებებს, იგი შეხვედრების ფორმატში ჩატარდება.

სწორედ შეცვლილი ფორმატით გაიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და წარმატებული სპორტსმენების შეხვედრა.
შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი ახალგაზრდის ხსოვნას" -
ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system