თავში

პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა

პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა
პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა და საერთაშორისო თანამეგობრობას მის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარიზში, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum ფარგლებში, ანტონიო გუტიერეშთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე დააყენა.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტეირიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანთა უკანონო გატაცებებს.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system