
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში წარმატებული მედიაცია მიულოცა.
"ბატონო ირაკლი, გილოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას. საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ. ნდობის შენება მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზაა", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის "ტვიტში".