თავში

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

„პრემიერთან ერთად მოვაწერე ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას. კანონმა, ისევე როგორც გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია, ჩვენი სახელმწიფოსთვის და მისი გადარჩენისთვის ქართველმა ერმა ბევრი სისხლი დაღვარა, ბევრი ბრძოლა გადაიარა. დღეს, სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის დაცვაზე და სახლში დარჩენაზე. მერწმუნეთ, მე პირადად არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო შეიძლება ვერ შევხვდეთ აღდგომას ისე, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system