თავში

"პრეზიდენტმა უნდა დაადოს ვეტო" - ომბუდსმენი

"პრეზიდენტმა უნდა დაადოს ვეტო" - ომბუდსმენი
პრეზიდენტმა უნდა დაადოს ვეტო - ომბუდსმენი

"პრეზიდენტმა უნდა დაადოს ვეტო", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. 

"ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი პროცესით მიღებული და იმდენად დაუსაბუთებელი, ადამიანის უფლებების სტანდარტის საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, უნდა დაადოს ვეტო. თავისი მოტივირებული შენიშვნები დაუბრუნოს პარლამენტს, თუმცა მმართველი პარტია ძალიან ჩამოყალიბებულია იმ პოზიციაზე, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი გადალახავენ ამ ვეტოს,"- განაცხადა ლომჯარიამ.

ვეტოს გამოყენებისკენ პრეზიდენტს დღეს "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამაც მოუწოდა

პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენების იმედი აქვს სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system