თავში

პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დაადოს ვეტო ამ პროექტს - დავით უსუფაშვილი

პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დაადოს ვეტო ამ პროექტს - დავით უსუფაშვილი
პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დაადოს ვეტო ამ პროექტს - დავით უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, პროექტს ვეტო დაადოს.

მისივე თქმით, ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებზე „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დროსვე დააფიქსირა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია.

„ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვის დროსვე დააფიქსირა ჩვენი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, რაც უკავშირდება ადამიანის ძირითადი უფლებების არამართლზომიერ შეზღუდვას. საპროტესტო აქციაზე ადამიანები მოდიან არა იმიტომ, რომ გახარებული, კმაყოფილები არიან, არამედ გაბრაზებული არიან. ამ პროცესში ჩვენ, სახელმწიფოს უნდა გვესმოდეს, რომ გაბრაზებულმა ადამიანებმა შესაძლოა, ჩვენთვის უსიამოვნო სიტყვა თქვან, მიმიკა გამოხატონ და ამის გამო ათასობით ლარიანი ჯარიმის შემოღება, თანაც დაჩქარებული წესით და თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაგავალა, არის დაუშვებელი. ამიტომ ჩვენი პოზიცია თავიდან იყო, რომ პარლამენტს არ უნდა მიეღო იმ სახით, როგორც მიიღო და ახლა დარჩენილია პრეზიდენტის ხელმოწერა. პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დაადოს ვეტო ამ პროექტს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინს ვეტოსთან დაკავშირებით, უსუფაშვილის თქმით, ფაქტი, რომ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით შედგა, მიანიშნებს, რომ თავადაც ფიქრობს საკითხზე.

„ვერ გეტყვით, ამაზე თავად პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ის ფაქტი, რომ მისი ინიციატივით შედგა ეს კონსულტაციები, მიანიშნებს, რომ თავადაც ფიქრობს ამ საკითხზე, სხვა შემთხვევაში, ჩვენი ვიზიტი მასთან არ იქნებოდა რაიმე აზრთან ახლოს. თუმცა გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. ზოგადად, ჩვენ უნდა დავამკვიდროთ კანონშემოქმედებაშიც ევროპული სტანდარტები. პრეზიდენტის ვეტოთი უმრავლესობა სასტიკად გაღიზიანებული იყო ხოლმე და პირად შეურაცხყოფად აღიქვამდა, ასე არ უნდა იყოს. ვეტო არის ჩვეულებრივი კონსტიტუციური ინსტრუმენტი, ამიტომ უმრავლესობა თუ პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მიიღებს, კი არ უნდა გაბრაზდეს, არამედ დაფიქრდეს, რომ კანონის ხარისხი აამაღლოს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system