თავში

პრეზიდენტთან 3 ძირითად საკითხზე ვისაუბრე - გიორგი ვაშაძე

პრეზიდენტთან 3 ძირითად საკითხზე ვისაუბრე - გიორგი ვაშაძე
პრეზიდენტთან 3 ძირითად საკითხზე ვისაუბრე - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მან პრეზიდენტთან 3 ძირითად საკითხზე ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, პრეზიდენტთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების გარდა ზაზა გახელაძის გათავისუფლება და ასევე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

"მე გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ კარგი იქნება თუ ვეტოს გამოიყენებს, რადგან ჩვენ მაინც ვაპირებთ ხელახლა კანონის რეგისტრაციას კანონის პარლამენტში და უკეთესი იქნება თუ ვეტოს მექანიზმით, ძალიან მარტივი ამოცანა გვაქვს, დაბრუნდეს იგივე ჯარიმის ნიშნულები, რაც იყო. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის ზაზა გახელაძის საკითხი. ვთქვით, რომ იქნებ საპარლამენტო მექანიზმი უფრო აქტიურად გამოვიყენოთ, მათ შორის მისი ჩართულობით, რომ კონკრეტულად ვიცოდეთ როგორ შეგვიძლია დავიხსნათ მძევლობიდან ჩვენი თანამემამულე. ასევე ვისაუბრეთ ამნისტიაში უხეშად რომ ვთქვათ, ნიკა მელიას ჩანაწერი. მისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა თვითონ ამნისტიის კანონში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა - მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან შეხვედრებს დაასრულებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system