თავში

"პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას" - სააკაშვილი

"პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას" - სააკაშვილი
პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილს ავრცელებს.  

მიხეილ სააკაშვილის წერილი საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა გააცნო. 

"პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს.

ჩემთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი შეხვედრა მქონდა მასთან. მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას. მინდა გამოვყო რამდენიმე ფაქტორი, თუ რის გამო:

ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია, რომ მან, ბევრისგან განსხვავებით, არ გამოიყენა საკუთარი თანამდებობა პირადი გამდიდრებისთვის და პრეზიდენტობის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს.

დავრწმუნდი, რომ გულთან ძალიან ახლოს მიაქვს ხალხის გაჭირვებული ყოფა. ჩემში ეჭვს არ იწვევს მისი პატრიოტიზმი და პროდასავლური ორიენტაცია. ასევე, ვაფასებ მის ინიციატივებს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დიალოგზე, პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტაზე. აბსოლუტურად ზუსტად და თამამად გამოთქვამს იმ რეალობას, რომ მე ვარ ნამდვილად პუტინის პირადი პატიმარი.

არ შეიძლება არ დავაფასოთ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მან თავის თავზე აიღო მაკონსოლიდირებელი როლი. ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და ამ მხრივ, ორივემ, სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია.

ამიტომ, მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, თუნდაც იმ პირობებში, როგორც დღეს ნიკა მელიამ თქვა, შანსი მინიმალურიც რომ იყოს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას, და ეს გიორგისთან განვიხილე სამი პრეზიდენტის შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან ყოველგავრი პირადი თხოვნების, (განსაკუთრებით, შეწყალების თაობაზე), გარეშე.

ასევე, მე და გიორგი ორივე ვიზიარებთ შეშფოთებას მოშიმშილეების მდგომარეობაზე და მე ვაფასებ მის ინიციატივას, მოინახულოს ისინი და საკუთარი ხედვა და ჩვენი საერთო შეშფოთება გააცნოს", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში 3-საათნახევრის განმავლობაში ხვდებოდა.

ნახეთ, რაზე ისაუბრეს ყოფილმა პრეზიდენტებმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system