თავში

პრინციპულად მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

პრინციპულად მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
პრინციპულად მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

ჩვენი საზოგადოება და პარტნიორები პარლამენტს გარეთ პოლიტიკას მხარს არ უჭერენ  - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველ გუნდს დიალოგის პოზიტიურად დასრულების მზაობა აქვს.

არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს, რადგან ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია.

„ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, ბატონი დანიელსონის მოდერაციით გამართულ დიალოგზე, რომ მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დავასრულოთ ეს დიალოგი. ჩვენი მზადყოფნა არსებობს ამასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებზე დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გადააფასებს გარკვეულ ნაწილში, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრის კვლევები უკვე სახეზეა, სადაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს ბოიკოტს, არ უჭერს მხარს მონაწილეობაზე უარის თქმას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაშიც უკვე სახეზეა ის საჭიროებები, რასაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს. ეს არის ეკონომიკის აღდგენის საჭიროება, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება, პანდემიის და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად მართვა და ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის განუხრელად განხორციელება, რაშიც მთელი პოლიტიკური სისტემის როლი არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system