თავში

ჰარცელი: შოთაძის დანიშვნა პრობლემურია

ჰარცელი: შოთაძის დანიშვნა პრობლემურია
ჰარცელი: შოთაძის დანიშვნა პრობლემურია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას გამოეხმაურა, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება პროგნოზირებადი იყო.

ჰარცელი, შოთაძის დანიშვნას პრობლემურს უწოდებს.„ვფიქრობ, ეს იყო პროცედურის გაგრძელება, რაც პროგნოზირებადი იყო. ვიცით, რომ ერთი მხრივ, ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს ამ პროფესიაში, მეორე მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემურია და ჩემი აზრით, ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას, რაც ვფიქრობ, დღესდღეობით ზოგად პოლიტიკურ გარემოში არის გამოწვევა. ეს არის საკითხი, რომელიც დაფიქრებას და მომავალში გათვალისწინებას საჭიროებს“, - განაცხადა ჰარცელმა.შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მეორედ გახდა. შოთაძე თანამდებობაზე საკანონმდებლო ორგანომ 18 თებერვალს დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system