თავში

პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას პარტნიორები იკითხებიან

პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას პარტნიორები იკითხებიან
პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას პარტნიორები იკითხებიან

გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის საპრლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები მივიდნენ. გიორგი ტალახაძე, გიორგი მიროტაძე და ლაშა ხურცილავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით გამოსაკითხად დაიბარეს. 

გიორგი მიროტაძის თქმით, შეწყალების აქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა და პროკურატურაში შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მივიდა.

დიმიტრი გაბუნიას სხვა პარტნიორებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გასულ თვეში მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა. პროკურატურამ, საქმესთან დაკავშირებით, უკვე გამოკითხა რამდენიმე პირი. მათ შორის გიორგი ოთხმეზური, თამაზ ქოიავა, დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

გამოძიება მსჯავრდებულების შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system