თავში

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა გადაიდო

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა გადაიდო
პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა გადაიდო

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა გადადო. საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატები ხვალ უყრიან კენჭს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

დეპუტატებმა კენჭისყრის ხვალისთვის გადადებას მხარი დაუჭირეს.

მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა და ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ ხანმოკლე თათბირი გამართეს.

მათთან შეთანხმებით გთავაზობთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ ხვალისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით და ვფიქრობ, ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომ დღეს კენჭისყრა რისკის ქვეშ არ დადგეს" - განაცხადა თალაკვაძემ თათბირის დასრულების შემდეგ. 

აღნიშნულ პროცესს წინ უძღოდა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ოფისში, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. 

პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა მას შემდეგ დაინიშნა, რაც „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა გუშინ განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეპუტატების ნაწილი კვლავ აცხადებდა, რომ მათთვის პროპორციული სისტემა მიუღებელია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს აღნიშნულ ცვლილებებს და დეპუტატებს გუნდურობისკენ მოუწოდებს. 

უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გადაწყვიტა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი ივლისში დაიწყო. ინიციატივა "ქართულმა ოცნებამ წარადგინა".

ინიციატივის თანახმად, ცვლილებები 2020 წლის პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, ნულპროცენტიანი (ბუნებრივი) ბარიერით. პარლამენტის მანდატის მიღება შეუძლია ყველა პარტიას, რომელიც, ხმების, სულ მცირე, 0,67%-ს დააგროვებს.

პარტიებს აკერძალებათ ბლოკებად გაერთიანება, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხმა სჭირდებათ მომდევნო მანდატის მისაღებად.

პლენარული სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system