თავში

Public Opinion Strategies: გამოკითხულთა 56% ხმას ,,ქართულ ოცნებას" აძლევს

Public Opinion Strategies: გამოკითხულთა 56% ხმას ,,ქართულ ოცნებას" აძლევს
Public Opinion Strategies: გამოკითხულთა 56% ხმას ,,ქართულ ოცნებას აძლევს

გამოკითხულთა 56% არჩევნებში ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კვლევა ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-მა ჩაატარა.

კითხვაზე დღეს რომ ტარდებოდეს საპარალემენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 56%, „ნაციონალური მოძრაობა“ 19,9%, „პატრიოტთა ალიანსი“ 4,6%, „ახალი საქართველო“ 4,5%, „ევროპული საქართველო“ 4,3%, „ლელო“ 3,9%, „გირჩი“ 3,0%, „ლეიბორისტული პარტია“ 2,2%, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ 1,6%.

ტელეკომპანია ,,იმედის" ცნობით, Public Opinion Strategies-მა პირდაპირი ინტერვიუების მეთოდით კვლევა, 9 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და 1518 რესპონდენტი გამოკითხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system