თავში

,,ოცნებიდან" გარიცხული დეპუტატი ,,ევროპულ საქართველოში" გადავიდა

,,ოცნებიდან" გარიცხული დეპუტატი ,,ევროპულ საქართველოში" გადავიდა
,,ოცნებიდან გარიცხული დეპუტატი ,,ევროპულ საქართველოში გადავიდა

,,ქართული ოცნების" ყოფილი წევრი თემურ კახიძე ,,ევროპულ საქართველოში" გაწევრიანდა, - ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბათუმის საკრებულოს წევრის შესაჩერებლად ყველა მექანიზმი აამოქმედეს, თუმცა, როდესაც მიხვდნენ, რომ შედეგი გარდაუვალი იყო, დაასწრეს და პარტიის რიგებიდან თავად გარიცხეს.

„ჩვენ გუნდს შემოუერთდა ბათუმის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან თემურ კახიძე. მას შემდეგ, რაც ამის შესახებ მმართველ პარტიაში გუშინ შეფუცხუნდნენ, აამოქმედეს ყველა მექანიზმი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან გადაწყვეტილება კახიძემ პრინციპების მიხედვით მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარაფერი მოახერხა და დაასწრო განცხადების გავრცელება, რომ იგი პარტიიდან გარიცხეს“, – განაცხადა უგულავამ.

ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პარტიამ განცხადება გაავრცელა და კახიძის გარიცხვის მიზეზი განმარტა.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე გარიცხულია პარტია ,,ქართული ოცნებიდან", შესაბამისად, გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system