თავში

პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის განკარგულება გასცა

პუტინმა განკარგულება გასცა
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიზნით ხარჯების დაფინანსების შესახებ შეთანხმების გაფორმების განკარგულება გასცა.

დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საოკუპაციო ძალებთან მოლაპარაკებების გამართვასაც ავალებს, რომლებიც ქვეყნის საგარეო უწყების ჩართულობით უნდა გაიმართოს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრს, მერაბ ქიშმარიას ელაპარაკა. საუბრის დროს აღინიშნა, რომ რუსეთი ოკუპირებული ძალების სამხედრო-ტექნიკურ გაძლიერებასა და მოდერნიზებას უზრუნველყოფდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system