თავში

ყატარის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს ულოცავს

​ყატარის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს ულოცავს
ყატარის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს ულოცავს

ყატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი, ქართველ ხალხს - კეთილდღეობას და პროგრესს უსურვებს.

„თქვენო აღმატებულებავ, ყატარის სახელმწიფოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობას და პროგრესს“, - წერს ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი მისალოც წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system