თავში

ყოჩაღ ღარიბაშვილს, ყოჩაღ სახელმწიფო დეპარტამენტს, ყოჩაღ ყველას - ელისაშვილი

ყოჩაღ ღარიბაშვილს, ყოჩაღ , ყოჩაღ ]- ელისაშვილი
ყოჩაღ ღარიბაშვილს, ყოჩაღ სახელმწიფო დეპარტამენტს, ყოჩაღ ყველას - ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აზერბაიჯანული მხარის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ეხმაურება და ამ პროცესში საქართველოს მთავრობის როლს აფასებს.

მისი თქმით, საამაყოა, რომ საქართველომ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, თავისი გეოპილიტიკური მდებარეობის გამოყენება შეძლო.

“ყოჩაღ ყველას, ვინც, ჩვენი მხრიდან, ამაში იყო ჩართული. რამდენადაც ვიცი, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იყო ჩართული და ყოჩაღ მას. ასევე, ყოჩაღ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც, ასევე, ჩართული იყო ამ საქმეში. დიახ, საქართველოს აქვს უნიკალური პოლიტიკური და რეგიონული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და ძალიან დასანანი იყო, რომ, განსაკუთრებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის დროს, სწორად ვერ ვიყენებდით ამ ბერკეტს. ამ როლის გამოყენება ძალიან კარგია მთელი ქვეყნისთვის, გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციები, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ძალიან საამაყოა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს მთავრობამ ეს მოახერხა”, — განუცხადა ჟურნალისტებს ელისაშვილმა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, ისინი საქართველოს გავლით სომხეთის ტერიტორიაზე დაბრუნდებიან. აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული, როგორც ფასილიტატორი. პროცესებში ჩართული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system