თავში

ყოფილი გუბერნატორი: ადამიანს აქვს უფლება პირადად დაგეგმოს მომავალი

ყოფილი გუბერნატორი: ადამიანს აქვს უფლება პირადად დაგეგმოს მომავალი
ყოფილი გუბერნატორი: ადამიანს აქვს უფლება პირადად დაგეგმოს მომავალი

ადამიანს აქვს უფლება, პირადად მიიღოს გადაწყვეტილება და დაგეგმოს მომავალი, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ გააკეთა. 

მისი თქმით, გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრს საკუთარი სურვილით მიმართა.

"ჩემი სურვილით, გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერს მივმართე. რაც შეეხება სტიქიასთან კავშირს, მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ მოხდებოდა სტიქიის პრევენციული ღონისძიებების მართვა, რაშიც ჩართული ვიყავი პირველი წუთიდან აქტიურად. როგორც ნორმალურ სახელმწიფოს ეკადრება, გატარდა დროული ღონისძიებები, პირველ ორ დღეში პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა შტაბი და მოხდა სწორი მართვა. ყველა უწყებამ თავისი დავალება შეასრულა პირნათლად. გამომდინარე აქედან, მე დავრწმუნდი, რომ რაჭაში სტიქიის მართვას არ ემუქრებოდა საფრთხე და მივმართე წერილით გადადგომის შესახებ, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მქონდა მიღებული. დიდი მადლობა რაჭველებს, ლეჩხუმლებს, სვანებს, რადგან მე ვგრძნობდი ძალიან დიდ მხარდაჭერას.  ადამიანს აქვს უფლება, პირადად მიიღოს გადაწყვეტილება და დაგეგმოს მომავალი. არასერიოზულ თემებზე და ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ," - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, Report.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დღეს დაუდასტურეს, რომ სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

შეგახსენებთ, ადიდებულმა რიონმა, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა, ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system