თავში

"ყოველ 10 წუთში ამ ფრაზას ვახსენებდი" - თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილი მოინახულა

"ყოველ 10 წუთში ამ ფრაზას ვახსენებდი" - თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილი მოინახულა
ყოველ 10 წუთში ამ ფრაზას ვახსენებდი - თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილი მოინახულა

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრეზიდენტი წონაში საგრძნობლად არის დაკლებული.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ მან სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდა.

"ძალიან სხარტი და ფხიზელი გონება აქვს, თუმცა, როგორც კი შეხედავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ძალიან დაკლებულია წონაში.

ყოველ 10 წუთში ამ ფრაზას ვახსენებდი, რომ უკვე აღარ არის პიროვნული ლიდერობისთვის, ეს არის იმ ბრძოლისთვის საჭირო გადაწვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. არ მიპასუხა ამაზე არაფერი. არ არის იმ ტიპის ადამიანი, რომ ასე გიპასუხოს, თუმცა, ამ თემის ირგვლივ ვისაუბრეთ," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 32 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system