თავში

ყურძენზე მინიმალური ფასი განისაზღვრა

ყურძენზე მინიმალური ფასი განისაზღვრა
ყურძენზე მინიმალური ფასი განისაზღვრა

ყურენზე მინიმალური ფასი განისაზღვრა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ  წელს კახური მწვანისა და რქაწითელის ყურძენი მინიმუმ 80 თეთრი ეღირება.

დღესვე პრემიერმა განაცხადა, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში შეიძლება სახელმწიფოც ჩაერთოს.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა კორონავისრუსის პანდემიამდე ღვინისა და მევენახეობის ინდუსტრიის ზრდის დინამიკაზე და აღნისნა, რომ ღვინის ექსპორტისთვის 2019 წელი საუკეთესო იყო. პრემიერის თქმით, შარშან ღვინის ექსპორტმა 94 მილიონ ბოთლს გადააჭარბა და პარალელურად იზრდებოდა ყურძნისა და ღვინის შიდამოხმარებაც.

სწორედ ამით ახსნა გიორგი გახარიამ ის ფაქტი, რომ მთავრობამ წელს რთველის სუბსიდირება ორწლიანი პაუზის შემდეგ გადაწყვიტა და მეღვინეობა-მევენახეობისთვის მხარდამწერი ინდივიდუალური, ანტიკრიზისული სპეც.პაკეტიც შექმნა.

შეგახსენებთ, მთავრობა წელს რთველს დაასუბსიდირებს.

ცნობისთვის, წელს ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს და ჯამში რთველი და მეღვინეობა 80 მილიონით დაფინანსდება.

მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რომ 2020 წლის რთველი წარმატებული აღმოჩნდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system