თავში

ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი - ღარიბაშვილი

ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი - ღარიბაშვილი
ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია "პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და აცხადებს, რომ მომხდარზე ჭეშმარიტების დასადგენად საგამოძიებო უწყება მუშაობა. 

"პირველ რიგში მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოუვხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი.

მე მინდა გითხრათ, რომ შსს აქტიურად მუშაობს, გუშინ უკვე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი ძალიან ოპერატიულად.

ექსპერტიზაში ასევე ჩართულია ტელევიზიისა და ოჯახის წარმომადგენლის ინიციატივით დამოუკიდებელი ექსპერტი. ამასთან, ბატონი ვახტანგის უწყებამ გუშინ უკვე განაცხადა, რომ საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი, იმისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი" - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system