თავში

ყველა მხარეს აქვს გამოსავლის პოვნის სურვილი - კელი დეგნანი

ყველა მხარეს აქვს გამოსავლის პოვნის სურვილი - კელი დეგნანი
ყველა მხარეს აქვს გამოსავლის პოვნის სურვილი - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი  ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ორივე მხარეს აქვს გამოსავლის მოძებნის სურვილი. დეგნანი დარწმუნებულია, რომ შედეგის მისაღწევად საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი, რაც იმაზე მოწმობს, თუ რამდენად შეწუხებულები არიან საქართველოს მეგობრები შექმნილი ვითარების გამო. 

„გამოსავლის მოსაძებნად სურვილი არსებობს. ეს ძალიან კომპლექსური პრობლემებია. ადამიანებს აქვთ დიდი აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა ვნახე, რომ ყველა მხარეს აქვს სურვილი, მოიძებნოს გამოსავალი და გაგრძელდეს ერთმანეთთან კეთილსინდისიერი საუბარი მოთხოვნებზე, თუ რა სჭირდებათ მათ შეთანხმებისთვის, რომელიც ყველასთვის კომფორტული იქნება.

ძალიან სასარგებლო იყო, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში. ეს აჩვენებს, რაოდენ შეწუხებულები და დაინტერესებულები არიან საქართველოს მეგობრები. ჩვენ ვნახეთ იგივე სულისკვეთების განცხადებები კონგრესის წარმომადგენლების მხრიდან და საქართველოს სხვა მეგობრებისგან. მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system