თავში

ყველა მოაწერს ხელს, უბრალოდ, მცირე ჯიუტობას აქვს ადგილი - ვაშაძე

ყველა მოაწერს ხელს, უბრალოდ, მცირე ჯიუტობას აქვს ადგილი - ვაშაძე
ყველა მოაწერს ხელს, უბრალოდ, მცირე ჯიუტობას აქვს ადგილი - ვაშაძე

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველა პარტია საბოლოო ჯამში იქნება პარლამენტში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმებას ყველა პარტია მოაწერს ხელს, უბრალოდ, მცირე ჯიუტობებს აქვს ადგილი

"სალომე სამადაშვილმა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, ვაფასებ მის დამოუკიდებელ, პრინციპულ გადაწყვეტილებას, რადგან ასე უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. ვთხოვ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, ყველა კოლეგას უმრავლესობაში, რომ აღარ არის კინკლაობის და ლანძღვა-გინების დრო, ვაჩვენოთ ევროპული კულტურა ქვეყანაში, რომ ლანძღვა-გინებას ანაცვლებს კამათი და დებატები კონკრეტულ საკითხებზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ. შეიძლება ვინმემ ხელი არ მოაწეროს და არ შემოვიდეს, მას ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია, ასეთ პოზიციებს პატივს ვცემ და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ის დასავლური, ევროპული სტანდარტი, რაც ამ ქვეყანაში უნდა იყოს. ყველასთან გვქონდა მოლაპარაკება, ყველასთან გვქონდა საუბარი. საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში არის, ახლა უბრალოდ დანარჩენების შემოსვლაზეა საუბარი. ვწუხვარ, რომ ამ მომენტში უფრო დიდი, ფართო კონსენსუსი ერთდროულად ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ იქნება ეს კონსენსუსი", - განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system