თავში

ყველა პარტია ჩაუღრმავდეს ვითარებას, მზად ვართ, დაგეხმაროთ - კონგრესმენები

ყველა პარტია ჩაუღრმავდეს ვითარებას, მზად ვართ, დაგეხმაროთ
ყველა პარტია ჩაუღრმავდეს ვითარებას, მზად ვართ, დაგეხმაროთ - კონგრესმენები

კონგრესმენები ადამ კინზინგერი და გერი ქონოლი "ქართული ოცნების" 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ იმედგაცრუებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით.

"დღევანდელი ამბავი, რომ ქართული ოცნება ტოვებს 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებას, სამწუხაროდ, ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიის წინაშე არსებულ განგრძობად გამოწვევებს.

ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ამ განვითარებით და იმით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს შეთანხმებაზე ხელი მოეწერათ. მთლიანობაში, თბილისში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციით.

მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ჩაუღრმავდნენ ვითარებას, გადააფასონ პრიორიტეტები და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის და არა მისი განადგურებისთვის.

მხოლოდ საკანონმდებლო პროცესითაა შესაძლებელი მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადაჭრა. მათ, ვისაც სურს იხილოს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა, აძლიერებს, როდესაც პოლიტიკოსები უკან იხევენ, თითებს ერთმანეთისკენ იშვერენ და შეთქმულებების თეორიას ავრცელებენ.

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ იქ, სადაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას საქართველოს დემოკრატიის მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system