თავში

ყველა შემთხვევაში ჩამოვალ, მოვემზადოთ ამისთვის - სააკაშვილი

ყველა შემთხვევაში ჩამოვალ, მოვემზადოთ ამისთვის - სააკაშვილი
ყველა შემთხვევაში ჩამოვალ, მოვემზადოთ ამისთვის - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში რეფერენდუმის წინ ჩამოვა.

სააკაშვილის თქმით, აქამდე მას არასოდეს დაუსახელებია ჩამოსვლის კონკრეტული თარიღი.

"ივანიშვილს ჰგონია, რომ თამარ ჟვანიას და სხვების მეშვეობით ისევ გააყალბებს, გადაწერს ოქმებს და ა.შ. ამას ვერ შეძლებს რამდენიმე ფაქტორის გამო, რომ ყველა შემთხვევაში ნიკა მელია იქნება გარეთ, ყველა შემთხვევაში მე ჩამოვალ საქართველოში, ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისუფლება და სწრაფი განვითარება, ამას წყალი არ გაუვა… არასოდეს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ, ახლა ვამბობ კონკრეტულად, ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ აუცილებლად, დავჯდები თვითმფრინავზე, თუ ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე, მე ვიქნები საქართველოში. ამიტომ, ჩვენს მომხრეებს, რომლებიც არიან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში, მინდა, ვთხოვო ყველას, მოვემზადოთ ამისთვის, შევქმანთ შტაბები. ჩემ მიმართ რუსების დავალებით აღძრულია სრულიად უსამართლო სისხლის სამართლის საქმეები, რომელსაც იმედი მაქვს, უახლოეს თვეებში მოვიგებ სტრასბურგის სასამართლოში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system