თავში

ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ზაზა გახელაძე ოჯახში დაბრუნებულიყო - ვახტანგ გომელაური

ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ზაზა გახელაძე ოჯახში დაბრუნებულიყო - ვახტანგ გომელაური
ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ზაზა გახელაძე ოჯახში დაბრუნებულიყო - ვახტანგ გომელაური

ყველაფერი გავაკეთეთ რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო, თავის შვილებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

"მივულოცავ ოჯახს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, ზაზა გახელაძეს თვეები მოუწია ციხეში ყოფნა, უკანონოდ იყო დაკავებული, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო, თავის შვილებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე დღეს გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system