თავში

ყველაფერი იქნება გამოყენებული, რომ სააკაშვილს არ მოაკლდეს არაფერი - კუჭავა

ყველაფერი იქნება გამოყენებული, რომ სააკაშვილს არ მოაკლდეს არაფერი - კუჭავა
ყველაფერი იქნება გამოყენებული, რომ სააკაშვილს არ მოაკლდეს არაფერი - კუჭავა

ყველაფერი იქნება გამოყენებული, ტექნიკური აღჭურვილობა თუ სხვა საჭიროება იმისთვის, რომ სააკაშვილს არ მოაკლდეს არაფერი, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს.

„გუშინ პრემიერმა თვითონ გააკეთა განმარტება. სიცოცხლის უფლება არის უფლება, რომელზეც თითოეული ჩვენგანი, განსაკუთრებით ხელისუფლება პასუხისმგებელია იზრუნოს. ექიმების კონტროლია საჭირო, შესაბამისი მედიკამენტები თუ სხვა, ყველაფერი იქნება გაკეთებული, იმიტომ კი არა, რომ ადრე რაღაც თანამდებობა ეკავა, არც ერთ ადამიანს არ შეექმნება საფრთხე და ბოლომდე იქნება ზრუნვა ექიმების ჩართულობით. ყველა, ვინც იქ არის, არის თანასწორუფლებიანი, ვინმეს ხომ არ უნდა ჰქონდეს მეტი პრივილეგია, მოპყრობა იქნება ისე, როგორც ყველა სხვასთან. ყველაფერი იქნება გამოყენებული, ტექნიკური აღჭურვილობა თუ სხვა საჭიროება იმისთვის, რომ მას არ მოაკლდეს არაფერი. თუ გაჩნდება საჭიროება, რომელიც აჩვენებს, რომ აუცილებელია კონკრეტული დანადგარი თუ მოვლა და იმ დაწესებულებაში არ ხდება ამის გაკეთება, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, მაგრამ ჯერ ამის საჭიროება არ არის.

განცხადებები ბევრი მოგვისმენია და ვიცით, როგორ ხდება ხოლმე განცხადებებით სპეკულირება, ტელევიზორიც აქვს, ინტერნეტსაც იყენებს და ყველაფერს, მე ეს ინფორმაცია მაქვს. მე ვიცი, რომ ყველაფერს იყენებს, რისი უფლებაც აქვს,“ - განაცხადა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system