თავში

ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ხეობაში ვითარება დაიძაბოს - ნაცვლიშვილი

ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ხეობაში ვითარება დაიძაბოს - ნაცვლიშვილი
ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ხეობაში ვითარება დაიძაბოს - ნაცვლიშვილი

რასაც შს სამინისტროს თანამშრომლები რიონის ხეობაში აქტივისტების მიმართ ახორციელებენ, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე კონკრეტულმა პირებმა და უწყებებმა პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ვიდრე ხეობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბება, პროკურატურამ სამართლებრივი რეაგირება სასწრაფოდ უნდა მოახდინოს. 

"მთავარი პროკურატურისგან მოვითხოვ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით უსწრაფეს რეაგირებას, რომელიც ამ დღეების განმავლობაში რიონის ხეობაში ხდება. რასაც შს სამინისტროს თანამშრომლები რიონის ხეობაში აქტივისტების მიმართ ახორციელებენ, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე კონკრეტულმა პირებმა და უწყებებმა პასუხი უნდა აგონ! ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ვითარება დაიძაბოს, აქტივისტები ჩათრეულ იყვნენ პროვოკაციაში და შემდეგ სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა დაიწყოს. მოვუწოდებ პროკურატურას, იქამდე, ვიდრე ვითარება უკიდურესად დაიძაბება, სამართლებრივი რეაგირება სასწრაფოდ მოახდინოს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან აქტივისტების კარვები გაიტანეს. 

სოფელ ნამახვანში, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი მიწა დახსნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system