თავში

ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს გამარჯვება არ ყოფილიყო - სააკაშვილი

ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს გამარჯვება არ ყოფილიყო - სააკაშვილი
ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს გამარჯვება არ ყოფილიყო - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება არ დამდგარიყო, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.

,,ივანიშვილს როდესაც ეთნიკურ წმენდაზე დაუსვეს კითხვა ევროსაბჭოში, მან თქვა, რომ არ ყოფილა ეთნიკური წმენდა, ყველაფერი იყო სააკაშვილის ბრალიო. დღეს სასამართლომ თქვა რომ ეს იყო ეთნიკური წმენდა. 

სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ოკუპანტის სტატუსი გავაუქმოთ, იმიტომ რომ ხელს გვიშლის მოლაპარაკებებშიო. დღეს სასამართლომ თქვა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ყველაფერი, რასაც ესენი ამბობდნენ, ამის საწინააღმდეგო თქვა სასამართლომ. დღეს კი უტიფრად აცხადებენ, ჩვენი საერთო გამარჯვებააო, ყველაფერი გააკეთეს რომ ეს გამარჯვება არ ყოფილიყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ,,TV პირველის" ეთერში. 

ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.

სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system