თავში

ყველაფერს აკეთებენ ჩვენი პარტნიორები რომ შეთანხმებამდე მივიდეთ - ხათუნა სამნიძე

ყველაფერს აკეთებენ ჩვენი პარტნიორები რომ შეთანხ
ყველაფერს აკეთებენ ჩვენი პარტნიორები რომ შეთანხმებამდე მივიდეთ - ხათუნა სამნიძე

"ბოლო რაუნდის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ნათელი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებდნენ თანამშრომლობას როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ერთადერთი საკითხი, რაზეც კომპრომისზე საუბარი წარმოუდგენელია, ეს არის პატიმრების თემა. სამნიძის თქმით, დოკუმენტში, რომელიც ბოლო რაუნდზე დაიდო, შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს.

"ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი პარტნიორები იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივსულიყავით. დღევანდელი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მოლოდინი არის, რომ ორივე მხარე მზად ვართ კომპრომისებისთვის და ვხედავთ, რა დევს სასწორზე - ეს არის ქვეყნის ბედი და მომავალი პირველ რიგში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ის, რასაც ელოდება ჩვენი საზოგადოება - ეს საკითხი გადაწყდება და ორივე მხარე შეძლებს, გამონახოს საერთო ენა და დათმობებით მივიდეს შეთანხმებამდე. ამას ელოდებიან ჩვენი პარტნიორებიც", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიმდინარეობს. შეხვედრას ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ესწრებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system